სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) „სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს 18 წლის გოგონას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის" - განაცხადა ტვ პირველის ეთერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

    მისი თქმით, ის ესაუბრა ოჯახს და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

    „რამდენადაც ვიცი და მე მქონდა ამაზე საუბარი თვითონ ოჯახთანაც, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. ნამდვილად უმძიმესია 18 წლის ასაკში ასეთი ტრავმა თავად გოგონასთვის და მისი ოჯახისთვის. ძალიან მხნე და ვაჟკაცური გოგონაა. იქ ასევე არის ახალგაზრდა, რომელმაც ასევე თვალი დაკარგა. მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის სოციალური მედიითაც, თითქოს რაღაც სჭირდება და არ კეთდება. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კეთდება, რაც შესაძლებელია, მათი სიცოცხლის გადასარჩენად და ამისათვის სპეციალისტებიც კი არიან ჩამოყვანილები. მადლობა ქალბატონ ეკას, მთავრობას და პრემიერმინისტრს. ყველაფერი გაკეთდება, თუ საჭირო გახდება საზღვარგარეთ გადაყვანაც" - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

    აკაკი ზოიძის თქმით, მნიშვნელოვანია პასუხი აგოს ყველამ, ვინც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.

    შეგახსენებთ, რომ 18 წლის მაკო გომურმა 20 ივნისის ღამით, აქციის დაშლის დროს, პოლიციის მიერ გამოყენებული იარაღიდან ნასროლი რეზინის ტყვიით მხედველობა დაკარგა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved