სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.06.2019

     (რეზონანსი) თბილისში, საექიმოს ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

    სხვა დეტალები უცნობია.

    სოციალურ ქსელში თვითმხილველის პოსტიც ვრცელდება:

    „დღეს რაც მე ვნახე, ეს იყო ჯოჯოხეთი. არასდროს არაფერი ამაზე საშინელი არ მინახავს. ჩემი შვილის ტოლი ბავშვი გადმოვარდა მეშვიდე სართულიდან. დედამისი ლამის ხელში ჩამაკვდა და ბოლო ხმაზე მიკიოდა, მითხარი რომ ცოცხალიაო. ბავშვი დაიღუპა და ამ ჯოჯოხეთურმა წვიმამ წაიღო სისხლი. ღმერთო, ჩემი შვილის ტოლი ხუჭუჭა ბავშვი იწვა და კვდებოდა, მართლა მკვდარი ვარ", - წერს თვითმხილველი.

    პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×