სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     მმართველი გუნდის დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი "რედისონში" იმყოფება. ის სასტუმროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ქუცნაშვილი რუს დეპუტატებს შეხვდება. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა რუსეთის დუმის დეპუტატებს პარლამენტის შენობის დატოვება აიძულეს, ისინი სასტუმროში დაბრუნდნენ. 

    იქ იმყოფებიან რუსი დეპუტატები, მათ შორის კომუნისტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელმაც დღეს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა. 

     სასტუმრო რედისონთან იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი მოითხოვენ რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვონ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved