სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი ოპოზიას აქვს დაკავებული. ისინი დაბაზის დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში იქნებიან მანამ, სანამ ირაკლი კობახიძე არ გადადგება.

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, ძალიან რომ ცოტა დააკლდათ და პარლამენტში საქართველოს დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშას აღმართავდნენ.

    „ეს არის რბილი ძალა, ის შემოიპარა აქ, შემოაპარა ივანიშვილმა. ივანიშვილს დრო აქვს, სანამ დროა, კობახიძე გადააყენოს. ვგრძნობ, პროცესები, შესაძლოა, უმართავი გახდეს. მოკიდეთ ქეჩოში ხელი კობახიძეს და დაისვით სახლში. სასაუბრო აღარაფერია, ამ სავარძელში დასვეს, ამ სავარძელში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში გასვრილი გავრილოვი.

    ამ შენობაში, ვინც ზის, ის მართავს ქვეყანას, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, აქ დასვეს ის ადამიანი, რომელიც ყველამ ვიცით, რასაც ამბობს, ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დამოუკიდებელი და ამ ადამიანს ტაშით შეხვდნენ.

    კობახიძე ახლა რომ გამოდის, ვაიმე , ეს რა დამემართაო. ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა და თუ გაბედავს ყველაფერი თავში მოხვდება, კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი,“ - აცხადებს ნიკა მელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved