სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე გუშინ სიტყვითაც გამოვიდა და სესიის ბოლოს სამახსოვრო ფოტოც გადაიღო, სადაც ის რუსეთის წარმომადგენელთან სერგეი გავრილოვის გვერდით დგას.

    დღეს ასამბლეის სხდომა პარლამენტის შენობაში გაიმართა, ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვმა კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც საყოველთაო პროტესტი მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე საზიგადოებაში.

    საპროტესტო განცხადებები გაავერცელეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც, მათ უმრავლესობა აცხადებდა, რომ ისინი ამის საქმის კურსში არ იყვნენ. განცხადებები გაავრცელეს ბიძინა ივანიშვილმა, მამუკა ბახტაძემ, სალომე ზურაბიშვილმა კახა კალაძემ და სხვებმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×