სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     (რეზონანსი) სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან" გადაინაცვლეს.

    მათი თქმით, სასტუმროში იმყოფება სერგეი გავრილოვი, რომელსაც მავთულხლართები უნდა გადასცენ.

    აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით ქაცარავა ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოდან დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითხოვს. ამასთან, ქაცარავა საორგანიზაციო ჯგუფისგან, რომელმაც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

    საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როცა „ევროპული საქართველოს" წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა გააპროტესტეს.

    „ევროპული საქართველოს" დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან, სადაც ცოტა ხნის წინ რუსი დეპუტატი იჯდა, საქართველოს დროშით ავიდა და მაგიდაზე დატოვებული ფურცლები დახია.

    აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved