სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.06.2019

     (რეზონანსი) პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნას გამოეხმაურა და მას მიუღებელი უწოდა.

    „მიუღებელია, რაც ახლა ხდება საქართველოს პარლამენტში. ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არის საზარელი და არ მართლდება არანაირი რაციონალური არგუმენტებით, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო! როგორც უმრავლესობის წევრი, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს დავუშვით, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved