რეზონანსი
19.06.2019

 (რეზონანსი) ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, პოსტერუმ ქუთაისის" ორგანიზებით გაიმართა აქცია #ნანაწადი.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე ნანა კოსტავამ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი ტესტი განათავსა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

მიუხედავად აქციებისა და მოწოდებებისა ნანა კოსტავა საკრებულოს არ ტოვებს.

ორგანიზაციის აქტივისტებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს. „პოსტერუმ-ქუთაისმა" სიმბოლური წითელი ბარათიც დაამზადა ჰეშთეგით # ნანაწადი, რომელიც ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის წინ დატოვეს.

31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან. იმავე დღეს მან ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატს დატოვებდა. თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლების თხოვნით გადაიფიქრა.„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე", - ასეთი მინაწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. შემდეგ დეპუტატმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე გამოქვეყნებული სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×