სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2019

     (რეზონანსი) "სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტების პოლიტიკა მეთოდურად ხდებოდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, ასე არ იყო. არ მინდა თანამდებობის პირებზე საუბარი, ამას ჩემს მაგივრად ოპოზიცია მოახერხებს, მაგრამ მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ამ ფონზე რასაც ვხედავთ, ერთი-ერთი მთავარი დასაცავი რაც არის, ეს არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები და რეალურად ამ ვითარებაში მთავარი დასაცავი აღმოჩნდა პოლიცია. ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია რიტორიკა პოლიციის წინააღმდეგ. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, როდესაც ვხედავ, რომ ქართული პოლიციის წინააღმდეგ გაადვილდა ქმედებების განხორციელება.

    მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ პოლიციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის მოყვება ხოლმე არეულობა ქვეყანაში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას და გვიცავენ ჩვენ. თუ საჭიროა ჩვენც უნდა დავიცვათ, პირველ რიგში მორალურად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×