სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2019

     (რეზონანსი) სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

    სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოებები, რომლებიც საქმეში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოვლინდა.

    „ახალი, უტყუარი გარემოება დევს საქმეში, რომ იულია სუსლიაკს არც ერთი ბავშვი არ გაუყიდია და არ უყიდია. ეს დადასტურებულია ბიოლოგიური ექსპერტიზით, დამტკიცებულია უკრაინის შს სამინისტროდან მოსული მასალებით და შესაბამისი დოკუმენტების დედნებით. ეს არ გაითვალისწინა მოსამართლემ და თქვა, რომ არ არის ახალი გარემოება. შეიძლება, ითქვას, რომ იულია სუსლიაკს არ ეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება ამ ქვეყანაში. საქმე არის შეთითხნილი. სასამართლო ხელისუფლებას არ უნდა, აღიაროს, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა თავის დროზე ჩაიდინეს დანაშაული“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×