სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.06.2019

     (რეზონანსი) ქუთაისში თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა. მერიაში განმარტავენ, რომ ხიდი, სავარაუდოდ, განზრახ დააზიანეს. 

    ქუთაისის მერიის წარმომადგენელი ნუგზარ ხუციბერიძე აცხადებს, რომ ადგილზე არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ და ჩანს, რომ მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისივე თქმით, პოლიციას მასალები უკვე გადაეგზავნა. 

    "შევისწავლეთ მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინა წინასწარი შეცნობით, მძიმე წვეტიანი საგნით განზრახ არის დაზიანებული. დასურათებული მასალები გადაეგზავნა პოლიციას და დაიწყო შესწავლა. დაზუსტებით ამის შემდეგ გვექნება პასუხი", - განაცხადა ნუგზარ ხუციბერიძემ. 

    ხუციბერიძე არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ ხიდზე მინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანდა. მისი თქმით, ხიდზე მოქალაქეები აქტიურად მოძრაობენ და ხიდი საფრთხეს არ წარმოდგენს. მისივე განმარტებით, ხიდზე სამუშაოები დღესვე დაიწყება და რამდენიმე დღეში მინა შეიცვლება.

    ქუთაისში თეთრ ხიდს რეაბილიტაცია შარშან ჩაუტარდა. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved