სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     (რეზონანსი) "ტაბულას" დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

    "დავაკვირდი და ვასაძეს ჰომოფობებიც ისევე დასცინიან, როგორც მე დავცინი. რაღაც გვქონია მე და ჰომოფობებს საერთო", - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

    ლგბტ თემი მუქარას და დაანონსებულ ძალადობას პასუხობს. არსებული რისკის მიუხედავად, საქართველოში პირველი ღირსების მარში მაინც გაიმართება.

    რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გეგმებში ცვლილებები არ შეიტანონ.

    დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არ საჯაროვდება შეკრების ადგილი.

    „არ ჩავატარებინებთ გეი აღლუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს. შევაკვდებით," - ეს განცხადება ლევან ვასაძის თანამოაზრემ გააკეთა. ბიზნესმენის დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფორმით წინ აღუდგებიან ლგბტ თემს და პრაიდის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

    ვასაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი, რევაზ გაგნიძე სამართალდამცავების მისამართით აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ აქტივისტებს დაარბევს, მაშინ ისინი „საკადრის პასუხს" გასცემენ. თუმცა, რა იგულისხმება სამართალდამცველების მისამართით გასაცემ საკადრის პასუხში, ამას გაგნიძე არ აკონკრეტებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    sos!   (19.06.2019)
    თამარ ქალო გეი ალღუმის თემაში იჭრები მაგრად.დემონსტრირება და ქუჩაში ამ ამბის გამოტანა-მე ასეთი ვარ და ასეთიო არ არის საჭირო,იყვნენ აქამდე და იქნებიან ასეთები,იცხოვრონ თავისი ცხოვრებით და ყვირილი მხარში დაგვიდეგითო არ არის მიზანშეწონილი.საქართველო ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა და დაანებეთ თავი შედარებას სხვა ქვეყნებთან რა ხდება და როგორ.მოგწონთ ძალიან ფერაძის უზრდელური გამოხტომები?უკულტურო და გაუნათლებელი,დაუოკებელი არაქალის შტაბეჭდილებას რომ ტოვებს?უბედური მისი შვილები ასეთი დედის სემყურე (თუ ჰყავს არ ვიცი).

    lekso kutaisi   (18.06.2019)
    es hlekiani klekala ver dadumda erti ras gavs sarke tu ara gak hahi haixede he sipilistiano avadmkopo kalo tpu hen ojaxs hevajvi he n kmars davajvi tvalebze


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×