სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

      ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე ახალი დეტალებია ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს, რასაც აფეთქება მოჰყვა. 

    როგორც ტაქსის მძღოლი ჰყვება, ის 30 წლამდე კაცმა გააჩერა და ქუთაისის მიმართულებით წაყვანა სთხოვა. გზაში მან საწვავი შეიძინა და ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მივიდა. მძღოლი იხსენებს, რომ მგზავრმა მას სთხოვა დალოდებოდა და მგზავრობის საფასურს გადაუხდიდა. სახლში ასვლიდან დაახლოებით 3 წუთში კი აფეთქების ხმა გაისმა, რის შედეგადაც ტაქსის მძღოლის მანქანაც დაზიანდა.

    არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე კაცი რუსეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ შემთხვევის დროს სახლში დედა, დეიდაშვილი და კიდევ 2 ნათესავი იყო, მათ შორის არასრულწოვანიც.

    მეზობლები ასევე იხსენებენ, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ხმაური გაიგეს. მომხდარის შედეგად თავად 30 წლამდე კაციც მძიმედ დაშავდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved