სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

      კლუბ "ბასიანში" ალკოჰოლით 14 ახალგაზრდა მოიწამლა. "კვირას" ექსკლუზიური ინფორმაციით, პარასკევს, 14 ივნისს კლუბიდან 14 ახალგაზრდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომებით სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

    თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მათ სამედიცინო დახმარება ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების გამო დასჭირდათ, თუმცა შემდგომში ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

    თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდებს შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები ჩაუტარდათ, თუმცა კლინიკებში გადაყვანა მაინც დასჭირდათ. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდების უმეტესობამ კლინიკები უკვე დატოვა, თუმცა რამდენიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ამ დრომდე, ქართულ-გერმანული ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული ერთ-ერთი ახალგაზრდა - ბექა. ზ - რომელიც კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც "კვირას" ქართულ -გერმანულ ჰოსპიტალში განუცხადეს, ბექა. ზ-ს მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია, თუმცა ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც ჰოსპიტალში განმარტავენ, მედიკოსები პაციენტის ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებს ელოდებიან. ამავე ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას ბექა. ზ-ს-თან ერთად 14 ივნისს მოთავსებული კიდევ ორი ახალგაზრდა. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    მომხდართან დაკავშირებით "კვირა" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის - აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქართულ-გერმანულ ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ 2000 წელს დაბადებული ბ.ზ.-ს უგონო მდგომარეობაში შეყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემით, მან მიიღო გარკვეული ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც გონება დაკარგა. ბ.ზ. დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის - აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. ბ.ზ. ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", - განუცხადეს "კვირას" უწყებაში.

    წყარო: kvira.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    lekso kutaisi   (18.06.2019)
    gamovides axla valeria gelbaxiani klis tavi da daicvas misi klis mcoveli dzmis hvili

    Gogi   (18.06.2019)
    Mogityant basiani da dedis prochi metis ghirsebi xart. Rit ver daketet eg bunagi


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved