სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

      გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა, პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ, ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

    მისივე თქმით, ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც გუნდისა და დავით სერგეენკოს დამსახურებაა.

    „გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ. ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და დავით სერგეენკოს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის, „დოსტაქარის" დირექტორი იყო.

    საჩხერის საავადმყოფოს მმართველის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძე 2015 წელს პირადად დავით სერგეენკომ წარადგინა, თუმცა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ის 2009 წლიდან მუშაობდა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    კოტე   (18.06.2019)
    ლინდას-გართობის ხასიათზე მოდით? კიდევ კარგი არ იგინებით,ცოტათი მოსულხართ ჭკუაზე,მაგრამ შენი მოსაწონი რომ არავინ არ არის უკრაინელი "ბოსის" და მისი თავგამოდებული მოაზროვნეების გარდა,საზოგადოება რას გიშავებს რომ ლანძღავ?ორივე მხარე ქართველები არა ვართ?

    მედეა   (18.06.2019)
    გ ა უ ზ ა რ დ ე თ ხელფასები ე ქ ი მ ე ბ ს და მედპერსონალს.მათხოვრულ ა ნ ა ზ ღ ა უ რ ე ბ ა ზ ე რომ ამუშავებთ და დამატებითი შემოსავლების მისაღებად ქანცგაწყვეტამდე გარჯა უწევთ. ღ ი რ ს ე უ ლ ი ანაზღაურება მშრომელ პიროვნებას, განსაკუთრებით ე ქ ი მ ე ბ ს! მინისტრო, იფიქრეთ ამაზე დაუყონებლივ, გთხოვთ!

    ლინდა   (18.06.2019)
    ჩვენს მთავრობაში თოჯინები მომრავლდნენ! გენდერული თანასწორობა სახეზეა. აუ, რამდენი ქალი მინისტრია! ერთი გამაგებინეთ რას აკეთებს დიდი წულუკა, ციხელა, მიემატათ თურნავა (დანიშვნის პირველსავე დღეს პანკისში სპეცრაზმი გააგზავნა, სხვა მის გმირობებს არ ჩამოვთვლი), ეხლა ვნახოთ ახალი სტომატოლოგი რას იზავს (ბრმად შეასრულებს დიდი ბიძოს ყოველ მითითებას). მალე მთავარ პროკურორად მორიგი ქალბატონი მოგვევლინება, რომლის გამოსვლის ყველა ტექსტი იდენტურია! ხოდა რა გინდათ ქოცებო, იბაირამეთ ვიდრე თქვენი აღსასრულის დღე დადგება.

    ლინდა   (18.06.2019)
    ეჭვი მეპარება, რომ რამის გაკეთება შესძლო მაგ აქოთქოთებულ სამინისტროში, რომელიც ფსკერზეა ჩაფლული. მოკლედ ახალ კონცერტებს უნდა ვუყუროთ, ცოტათი გავერთობით!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved