სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

      მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აღლუმის ჩატარების შემთხვევაში, ისინი შეეწინააღმდეგებიან „პრაიდის" ორგანიზატორებს. 

    მღვდლებმა რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან მომხდარი დაპირისპირების შესახებაც გააკეთეს კომენტარი და აღნიშნეს, რომ ეს იყო პროვოკაცია. მამა დავით ნოზაძის თქმით, ორგანიზატორები არ ფიქრობენ თავიანთი მომხრეების უსაფრთხოებაზე.

    „ხალხს აიძულებენ, რომ ნებისმიერ მეთოდით, იქნებ ვინმე, მოკვდეს. მათთვის მსხვერპლი, ერთი ორი კაცი თუ მოკვდება არაფერი არ არის. თავიანთ მომხრეებს არაფრად არ თვლიან, მწყემს ცხვარი უფრო ენანება მთაში, ვიდრე ვინც ამათ უკვეთავს ამ ყველაფერს", - განაცხადა მამა დავითმა.

    სასულიერო პირებმა 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ინციდენტი გაიხსენეს, როდესაც მღვდელმა აღლუმზე გამოსულ ადამიანებს შეაგინა. მისი თქმით, ეს მღვდელ დღეს „იმათთან მეგობრობს". მამა დავითს სახელი არ უხსენებია, თუმცა სავარაუდოდ მამა ანთიმოზზე საუბრობდა, რომელიც 2013 წელს ვიდეოზე დააფიქსირეს.

    რაც შეეხება ლევან ვასაძის მოწოდებას, სასულიერო პირების თქმით, ვასაძის მოწოდება არ წარმოადგენს საფრთხეს.

    „თქვენ რას ფიქრობთ, ვინმე კომბლებით ივლის? ქამრებით შებოჭავენ ლგბტ წარმომადგენლებს? ან სად არის ამდენი კომბალი? მოწოდება რეალურია იმ მხრივ რომ შევიკრიბოთ და არ დაუშვათ, მაგრამ ვიღაცამ რომ კომენტარი გაუკეთა, თითქოს პოლიციას კომბლებით შეუტევენ... არც იმ კაცს არ უფიქრია ჩემი აზრით. სად არის აბა კომბალი?", - აღნიშნავს მღვდელი.

    14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. რის გამოც კანცელარიასთან ორი აქცია გაიმართა.

    კონტრაქციაზე მისულმა ლევან ვასაძემ ძალადობრივი მოწოდებები გაავრცელა. მან მხარდამჭერებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

    შსს-მ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო. შსს-ს განცხადების შემდეგ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ქუჩებში დაანონსებული პატრულირება გააუქმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved