სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     

    2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მასპინძელი ქვეყნის არჩევის საქმეზე UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.

    ინფორმაციას ამის შესახებ Indepent ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, 63 წლის პლატინი პოლიციამ დააკავა იმ საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების გადაცემას ეხება. ამ მომენტისთვის, პლატინი პარიზის გარეუბან ნანტერის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

    ყატარმა მსოფლიო 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2010 წელს მიიღეს. FIFA-მ კორუფციული კვალის გამოვლენის მიზნით დამოუკიდებელ კომისიას გამოძიების ჩატარება დაავალა. გამოძიების შედეგებით კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

    2015 წელს ფიფას მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავება 2018 და 2022 წლებში მასპინძელი ქვეყნის არჩევისას სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხებოდა.

    მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტის თანამდებობას 2007-დან 2015 წლამდე იკავებდა. 2015 წელს ის და ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი საფეხბურთო საქმიანობას რვა წლით ჩამოაშორეს. ბლატერს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ 2011 წელს მან მიშელ პლატინის უკანონოდ ორი მილიონი შვეიცარული ფრანკი გადაურიცხა. ორივე მათგანი ბრალდებას უარყოფს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×