სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარი შეხედულება გამოაქვეყნა ბოოლო დღეებში არსებულ დაპირისპირებაზე:

    “მოწმენდილ ცაზე ვასაძისგან კეთდება პონტი, თავისი მთავრობის წამქეზებლური და დანაშაულებრივი ნეიტრალიტეტით, მედია ისტერიკით, ეკლესიის მობილიზაციით და ბნელი მარგინალების გაერთიანებით.

    რა ვიცი, დაფიქრებადაც თუ არ ღირს, რა როლი გვაქვს ჩვენ ამ ყველაფერში, კი ბატონო, ნუ დავფიქრდებით. ისე, მოცალეობის ჟამს, გადახედეთ ფბ-ს და მედიას და ვინაა ნარატივის მთავარი ვისთვის ანტი ვისთვის გმირი, გამოთვალეთ”, – დაწერა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გვარამიამ.

    მისი განცხადება “ტაბულას” დამფუძნებელმა, ტელეწამყვანმა, ჟურნალისტმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ასე შეაფასა:

    “ეს 9 ნომერი ფარისეველი ქაჯი. ბადრი პატარკაციშვილის “იმედზე” უარესია რასაც დღეს “რუსთავი 2″ აკეთებს. ერთადერთი, გავლენა აქვს ნაკლები და ეს კარგია!”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    გალელი   (19.06.2019)
    გეი ალღუმთან ძალიან ცდები თამარ.საქართველო ტრადიციების ქვეყანაა და აფიშირება იმისა მე ასეთი ვარ და ასეთიო საჭირო არ არის.

    მედეა   (18.06.2019)
    ჩერგოლეიშვილი "იმედს"რატომ აგინებს? ძველი დრო დაბრუნდა ,სააკაშვილის და ბოკერიას გამძვინვარება-- ბადრის ტელეიმედის მიმართ რომ ჰქონდათ? ნიკა გვარამია აგინოს რამდენიც უნდა--ის იმსახურებს, მაგრამ ტელეიმედი დაუმსახურებლად შესძულებია. რაც შეეხება მიშას მიმართ აღტაცებას, "საქმემან შენმან წარმოგაჩინოს"-- საქართველოს რუკას დახედეთ და ა ღ ტ ა ც ე ბ ა მერე გამოთქვით!

    ბათუ   (18.06.2019)
    ბევრი ხომ არ მოგივიდა დაწერილი კომენტარი ლინდა?აზრი ამ დაწერილიდან გამოიტანე შენ თვითონ?ჩერგოლეიშვილი არარაობა ნამდვილად არ არის და შენ კი.შეურაცხყოფა მიაყენო სხვებს-ეს არის შენი ჰობი,ხან ლინდა ხარ, ხან ლინდა1,ხან ლინდა ნამდვილი,ყოველთვის სხვადასხვა ფილოსოფიური აზრებით ხან აქეთ ხარ ხან იქეთ გაღმა.ორივე ბანაკს ემსახურები,ამიტომ ფარისეველი ხარ.

    ლინდა   (18.06.2019)
    ჩერგოლეიშვილი ერთი რიგითი არარაობა ქალია, რომელიც მხოლოდ იმიტომ უპირისპირდება ნიკას, რომ მის ქმარს- ბოკერიას რუსთავი 2 არ აფეტიშებს. ხოლო გვარამიას ყოველ გამოსვლაში ჩანს აღტაცება სააკაშვილის ქმედებებით. აი ეს გახლავთ მიზეზი ამ სამარცხვინო ქალის, რომლისგანაც 9 წლის მანძილზე ნციონალების ქება გვესმოდა. ხოლო მას შემდეგ რაც ნაცების გარკვეულმა ნაწილმა უღალატა მიშას და ზუსტად შეასრულა ბიძინას მოთხოვნები და მის სატელიტ პარტიად გადაიქცა, მას შემდეგ ამ ფსიქოპატის ერთადერთი ფიქრი და მოქმედება მიშას ლანძღვაში გამოიხატება. ასე რომ დაწყნარდი ქალო, რაც უნდა იკნავლო, მთელი მაგ მოღალატეების ჯგუფი მიშას დონის ვერასოდეს გახდება. ხოდა, სწორედ ეგ გამწარებთ და ყველაფერს რუსთავი 2 ნუ დააბრალებთ. თქვენს თავში ეძებეთ მოროზოველები ( ალბათ გახსოვთ - გავწირავ დედას, მამას, პარტიას არ ვუღალატებო). მოკლედ მე, ერთ რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნისას, მრცხვენია თქვენისთანა მოღალატეების და იმ ადამიანების, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მიშას სახელით დაიმსახურეს, მოკალათნენ პარლამენტში და გაეთიშნენ ნაც-პარტიას, ამას მხოლოდ ამორალური ბუნების ადამიანები ჩაიდენდნენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×