სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) 13 ივნისს, უგზო-უკვლოდ დაკარგული სერგი კაპანაძის ბებია დარწმუნებულია, რომ ბიჭი ცოცხალია.

    მისი თქმით, სოციალურ ქსელში ეკონტაქტებოდა პირი, რომელიც ეუბნებოდა, რომ მისი ბიჭი ცოცხალი იყო. ბებიას ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ მას თავად სერგი წერდა.

    “არის ფაქტი, ერთმანეთს სოციალურ ქსელში რაღაცეებს ვუზიარებდით . ვიღაც შეეხმიანა ჩვენს ნათესავს და მისწერა, სერგო ცოცხალიაო. მერე მე მივწერე და ისეთი რაღაცეები თქვა, რომელიც ტელევიზორში არ თქმულა. ესეიგი კარგად იცნობდა სერგოს. როგორ არ ვემუდარე ამ ბიჭს და მან მითხრა რომ 99% სერგო ცოცხალიაო.

    ერთ დღეს პირდაპირ მივწერე სერგო, ჩემი გაგიჟება გინდა – მეთქი? პირდაპირ მომწერა რომ დავბრუნდე სად დავბრუნდეო” – ამბობს ბებია.

    ნინო თევდორაშვილი მამა ნაუმისთანაც იყო მისული და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ბიჭი ცოცხალია და შესაძლოა აზერბაიჯანში მდებარე წმინდა გიორგის ტაძარში სასულიერო ცხოვრებას ეწევა.

    “ჩემს წინ სასწაულები მოხდა. ეს კაცი გადიოდა იმ გზას, რაც სერგომ 13 ივნისის ღამეს. ბოლოს თქვა მამაომ ლამის დავიხრჩვიო. დაადო სერგოს სურათს ხელი და ღმერთმა დალოცოსო. დედაომ მითხრა ცოცხალია, ამან ერთი ცხოვრება დაამთავრა და მეორეს შეუდგაო. მე ერობაში სხვა ვიყავი და ახლა სხვა ადამიანი ვარო” – ამბობს ნინო თევდორაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×