სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის აზრით, ივნისის თვეში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის" და მის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. ეს კი, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის განცხადებით, კრემლის ინტერესებშია.

    „მოსკოვმა და ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყეს ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების წინააღმდეგ. მისი მიზანია, შეიქმნას საყოველთაო დესტაბილიზაცია, აღდგეს ახალი მხედრიონი, რის შედეგადაც დაგლეჯილ-განადგურებული საქართველო დაბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე. მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სექსუალური უმცირესობა და მათთან დაპირისპირებული კონტრაქცია", - აცხადებს ნათელაშვილი.

    მისივე განცხადებით, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი აქცია ზუსტად ჯდება მოსკოვის გეგმებში და არ არის გამორიცხული, ისინიც ფინანსდებოდნენ რუსეთის მიერ, ისევე როგორც კონტრაქციის ორგანიზატორები.

    „როგორც კი სექსუალურ საკითხებს შეეხება პრობლემატიკა, მაშინ უკვე იწყება ქუჩის აქტიურობა. პირველი ეტაპი, „ცოცხების ოპერაცია", რუსეთმა წარმატებით დადგა და ხელისუფლების შეცვლას მიაღწია, ახლა იწყება ოპერაცია „ცოცხი ორი". რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს მსოფლიოს, რომ მხოლოდ სექსუალურ თემატიკაზე გამოვდივართ ქუჩაში?", - აცხადებს ნათელაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved