სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შეკითხვაზე უპასუხა, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ:

    "მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დავით სერგეენკო არის, იყო და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის მუდმივი და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", - განაცხადა პრემიერმა. 

    დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მას საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის.

    დავით სერგეენკომ ჯანდაცვა 2012 წელს ჩაიბარა. 2018 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გარდა მას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა პრობლემებზე ზრუნვაც დაევალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved