სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, თამაზ ლომიძემ „ფეისბუქზე" დაწერა. დეკანოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

    „ეს სამი წლის წინანდელი ამბავია. მას შემდეგ, მადლობა ღმერთს, ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა დღეს, როცა ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებთ სახელმწიფო ძალაუფლების მტვირთველთ. სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა ლეგიონის და კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი. ეს უნდა ესმოდეს ყველას!",- წერს დეკანოზი და ამავე თემაზე 2016 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს ავრცელებს.

    „მე რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი და სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პირი ვყოფილიყავი, კანონის დაცვის დროს ერთ ნაბიჯსაც არ დავუთმობდი არავის - არც საეროს და არც სასულიეროს.

    სანამ სახელმწიფო ძალაუფლების მქონენი თითქმის რელიგიურად არ შეიყვარებენ და პატივს არ მიაგებენ თავიანთ მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე, მუდამ საცოდავად დამარცხებულ-დაბეჩავებულები იქნებიან. ზუსტად ისე, ხმაჩაკმენდილ პოლიციელს რომ ეუბნებოდა ცოტა ხნის წინ ერთი სასულიერო პირი - ყურში მოგკიდებ ხელს და გაგათრევ გვერდზეო. სახელმწიფოს ნიშანს (პოლიციას, სამხედროს, მოხელეს და ა.შ.) ვერავინ ვერ უნდა გაუბედოს ეს და თუ გაბედავს, მაშინვე უნდა იგრძნოს სახელმწიფოს უკომპრომისო და სამართლიანი ძალა. მე თვითონ მღვდელი ვარ და ვინატრებდი ასეთ სახელმწიფოს საქართველოში",- აღნიშნულია დეკანოზის ფეისბუქპოსტში, რომელიც სამი წლის წინ აქვს გამოქვეყნებული.

    ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

    ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (17.06.2019)
    შინაგან საქმეთა ბ რ ძ ე ნ ი მინისტრი გვყავს. ძალიან გამეხარდა ნინო ლომჯარიამ რომ გააჟღერა ლგბტ მსვლელობას ვერ შეძლებს, სახელმწიფო გარანტიები გართულდაო. ვასაძემ არ მიიწეროს ეს გამარჯვება და არ გაყოყოჩდეს. გაიმარჯვა გახარია-- ლომჯარიას ტანდემმა. ეკლესიის მოწოდება სრულდება.ბ რ ძ ე ნი პატრიარქი გვყავს.ლგბტ-ც შესაქებია, რომ არ გაჯიუტდა და დაემორჩილა გ ა რ ე მ ო ე ბ ა ს. ყოჩაღ!

    ere   (17.06.2019)
    hamodi cakartveloshi gagitkba mand kopna xo she germaniis agento


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×