სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი გაუჩინა ჩვენს ხალხს, ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი. ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ფეისბუქის გვერდზე წერს.

    როგორც ემზარ კვიციანი აცხადებს, ლევან ვასაძემ თავის გამოსვლაში იმედი გაუჩინა ქართველებს, საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა.

    „სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში პარამოშვებული, ლევან ვასაძემ კი, შედეგი უჩვენა, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ისეთი, რომელიც ჯერ თბილისში არავის აუღია. ამას ველოდით დიდი ხანია ქართველები და ბოლოსდაბოლოს მივიღეთ უფლისგან კურთხევა. დიდება ღმერთს. ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი. ფიცი თუ არ დაიდო, ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია. ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბ-ნმა ლევანმა, როგორც მე დავდე 1992 წლის 3 აგვისტოს და როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება. ბოლომდე ერთმანეთის და სამშობლოს დაცვა.

    აი, მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას, საქართველო გადარჩება სიმართლე გითხრათ სუს-ი ვიგრძენი, ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულობა, მაგრამ თავად ლევან ვასაძის იმედი მომეცა, რადგან გუშინ ის ძალიან გულწრფელი მომეჩვენა. გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად, ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ. ქართველებო გადაჩებით", - წერს ემზარ კვიციანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (17.06.2019)
    შემოძახება კარგი იყო, მაგრამ საშიშად მოქუფრული. კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი ა საზოგადოებისთვის. ყოჩაღ გახარია-ლომჯარია-ეკლესია-ვასაძე. ყოჩაღ ლგბტ თემო! კარგია, რომ არ გაჯიუტდით და გაითვალისწინეთ შექმნილი მდგომარეობა. ნუ გამოიწვევთ მოსახლეობას, მას ტრადიციების ერთგულება ევალებათ.გმადლობთ, რომ სანერვიულო სიტუაცია განმუხტეთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved