სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) თანამდებობიდან ისეთი წარმატებული მინისტრის ჩამოცილება, როგორიც დავით სერგეენკოა, საქმეს ნამდვილად არ წაადგება, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, უმრავლეოსბის ყოფილმა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა გააკეთა.

    წიკლაურის აზრით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სერგეენკოს საქმიანობა მოღვაწეობადაც კი შეიძლება შეფასდეს.

    „დავით სერგეენკო არის პროფესიონალი, გულისხმიერი და საკუთარი საქმისადმი თავდადებული ადამიანი. საქართველოში ძნელად მოიძებნება ისეთი წარმატებული სფერო, როგორიც ჯანდაცვის რეფორმაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამ პროგრამის წარმატებულობაში ლომის წილი მიუძღვის დავით სერგეენკოს, რომლის საქმიანობაც ნამდვილად იყო მოღვაწეობა. ასეთი წარმატებული მინისტრის თანამდებობიდან ჩამოცილება საქმეს ნამდვილად არ წაადგება", - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

    არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას დატოვებს. პრემიერი კი ამის შესახებ განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×