სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონს" ესტუმრა და სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სწორედ ამ კოლეჯში სწავლობდა მისი შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი.

    მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და ამ მიზნით მეოთხე დღეა, ხელმოწერებს აგროვებს. ხელმოწერების შეგროვებაში დახმარება მან სტუდენტებს სთხოვა.

    "თემირლანი ამ კოლეჯში სწავლობდა აქ აიღო დიპლომი, რითიც იყო ძალიან კმაყოფილი. ზუსტად იმ დიპლომით, რომელიც თემირლანის საძინებელში იდო, მკვლელობის მერე, სწორედ ამ დიპლომით გაიგეს იმ მხეცებმა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. იქამდე არ იცოდნენ, ვის ესროლეს. შემდეგ სისხლში დაუვარდათ ის დიპლომი.

    ივანიშვილის ბოროტ სისტემას ამ დიპლომს თავზე დავახევ და ხელისუფლებას თავზე დავამხობ. რა შესაძლებლობაც მაქვს, იმის ერთი პროცენტიც არ გამომიყენებია ჯერ. ან იტყვიან სახელმწიფო იყო დამნაშავე თემირლანის წინაშე ან ის გიორგობიანი, ის გველი თვითონ იტყვის რომ დიახ, მე გამოვაცხადე თემირლანი ტერორიზმში ეჭვმიტანილად. ეს არ ყოფილა ასე, თემირლანი არ იყო ეჭვმიტანილი. ამას თუ არ გამოაცხადებენ, ამათ ეს ხელისუფლება თავზე დაემხობთ ამის გარანტიას ბოროტ სისტემას ვაძლევ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    sos!   (17.06.2019)
    მიგეხედა შვილისთვის ადრევე,გამოგეკვლია საიდან ჰქონდა შენს შვილს ანგარიშზე დიდი თანხა,თუ საზღვარგარეთ მყოფმა ნათესავმა გამოუგზავნა (დაუჯერებელი ვერსია) ეს თანხები,შენ მამა სად იყავი,რატომ შენ,ოჯახის უფროსს არ გამოგიგზავნა? ეხლა კი რას მოითხოვ?კონტაქტი რომ ჰქონდა არასასურველ ხალხთან და ისინიც თქვენი ოჯახის ნათესავები იყვნენ არ იცოდი?სწორედ მოზარდებს ითრევენ ცუდ საქმეში ეს არ უნდა გცოდნოდა?ვის ლანძღავ ეხლა?მოსთხოვე საკუთარ თავს რაც მოხდა,ბავშვის სიკვდილი ძნელია,გამართლებას არც ვაპირებ,შეეძლოთ ცოცხლად აეყვანათ და უფრო მეტ ამბავს გაიგებდნენ მისგან,მაგრამ...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved