სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) 15 წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, 2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ, გულნარა სარიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო.

    სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა.

    საქმის ადვოკატის, ემზარ პაქსაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ სამოქალაქო კოდექსში სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად ცვლილებები მოითხოვა, რადგან ქართულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს უარი თქვა გარდაცვლილის დედისთვის მორალური ზიანის გამო კომპენსაციის გაცემაზე. მაისში სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2008 წლის გადაწყვეტილება და კომპენსაცია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა.

    გარდაცვლილის დედა საქმის ხელახლა აღძვრას ითხოვს. „დადგინდა, რომ არასწორი ოპერაციის გამო გარდაიცვალა ჩემი 25 წლის სრულიად ჯანმრთელი შვილი. მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმე თავიდან აღიძრას დამნაშავე ექიმების მიმართ და დაისაჯონ დამნაშავეები, ეს აღარ უნდა განმეორდეს", - ამბობს გარდაცვლილის დედა გულნარა სარიშვილი.

    შემთხვევა 2004 წლის 16 თებერვალს მოხდა. „აჭარგანათებაში" მომუშავე გიორგი ბოლქვაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. იგი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში იმავე წლის 14 მარტს გარდაიცვალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (17.06.2019)
    კომპენსაცია მიშას მოთხოვეთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved