სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პროცესების განახლება დაიწყო ხელისუფლებამ, პირველი, რაც გაკეთდა იყო ის, რომ კომისია სრულად განახლდა. 

    აქვე მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებს "კულუარებს მიღმა მოლაპარაკებებს", თუმცა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აქვს თავისი თანმიმდევრობა და სტრატეგია:

    "ყველაფერზე თუ ღიად ისაუბრე, ეს არ ჯდება დიპლომატიურ ჩარჩოებში. თუმცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე თემები, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე იქნება და ამის შესახებ ჩვენ კომუნიკაციაში ვართ საზოგადოებასთან - როგორც კომისია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა ის უწყება, რომელიც ამ კომისიის შემადგენლობაშია ჩართული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×