სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა. ინფორმაცის "რუსთავი 2" ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.

    სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, სადაც ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. მოკლული ქალბატონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

    "დერეფანში არასასიამოვნო სუნი გამოვიდა. დღეს აივანზე შევიკრიბეთ ლანჩისთვისდა საშინელი სუნი მოვიდა. მაშინვე პოლიცია გამოვიძახე. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მათ სახანძრო დეპარტამენტს სთხოვეს სახლში შესვლა. სახანძრო ბრიგადის დახმარებით, ისინი სახლში აივნიდან შევიდნენ. შიგნით კი ცხედარი იპოვეს", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

    თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×