სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.06.2019

     (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა.

    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო ექვს თვეში რამდენიმე რეგიონს ესტუმრა, მათ შორის გუშინ ეწვია აბასთუმანს, სადაც სრული აღმშენებლობა მიმდინარეობს, ეს კი მთლიანი რეგიონის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

    უმუშევრობის პრობლემაზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ დღეს გარკვეული პროფესიის სპეციალისტების ნაკლებობაა, რაც თავისთავად პრობლემას წარმოადგენს.

    „დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში, მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ. ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (17.06.2019)
    საქართველოში ყველა დარგში არაპროფესიონალიზმია გაბატონებული, ხალხი წიგნებს, გაზეთებს არ კითხულობს, მიშტერებიან ფეისბუკს და გუგლს და ეს ჰგონიათ განათლება.

    ლინდა   (17.06.2019)
    სამარცხვინო პრეზიდენტო! როგორ არა გრცხვენია, დავიჯერო მართლა ასეთი უტვინო ხარ, რომ ვერ ათვითცნობიერებ, რომ აბასთუმანში სრული აღმშენებლობა ბიძოს აგარაკისათვის მიმდინარეობს. შე ქალო, გეკითხა მაინც იმ ტერიტორიიდან გასახლებულებისათვის, რომლებმაც ორ კაპიკად დასთმეს თავის მიწის ფართობები, არ დასთმობდნენ და კარგსაც მიიღებდნენ . აბასთუმანი გადაიქცა გაუმაძღარი კაცის ახალ აკვიატებად! ხოდა ხმა ჩაიკმინტე ბიძოს ხელდასმულო მონავ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×