სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2019

     „დიახ, 2016 წელს პრემიერმა თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებოდა 800 კმ გზის დაგება, მაგრამ ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა?“ - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა, რომ  ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ასეთი პირობა დადო.

    „800 კილომეტრი გზა რომ უნდა ყოფილიყო 2020 წლამდე, მაგ შემთხვევაში, სხვანაირად უნდა დაგეგმილიყო 2017, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტები. როდესაც 2019 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, იქ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ 2020 წელს ეს პროექტები ვერ დასრულდება. მოვიტანეთ კონკრეტული გრაფიკი, როდის შეიძლება პროექტების დასრულება.

    2018 წელს ხელშეკრულება გაფორმდა თუნდაც რიკოთის ორ ნაწილზე, ორ ნაწილზე წელს უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ოთხწლიანი პროექტი მინიმუმ არის თითოეული მათგანი, ანუ ყველა პროექტის დაწყებიდან ოთხი წელი მინიმუმ დასჭირდება, რომ დასრულდეს“, – განაცხადა კაკაურიძემ, რასაც დეპუტატ სერგი კაპანაძის რეპლიკა მოჰყვა. 

    „მაგას არ ამბობდით 2016 წელს, რომ 4 წელი დასჭირდება და 2020 წელს დამთავრდებაო?“, – აღნიშნა კაპანაძემ, რაც თავის მხრივ, გიორგი კაკაურიძემ დაადასტურა. 

    „2016 წელს საერთოდ არაფერი არსებობდა, პროექტი არ არსებობდა. დიახ, პრემიერმა მაშინ თქვა, რომ 2020 წლამდე მოესწრებაო. ვერ მოესწრო. რა ვქნა ახლა?“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×