რეზონანსი
13.06.2019

  (რეზონანსი) 14 წლის გოგო, რომელიც უკვე მეოთხე დღეა უმძიმეს მდგომარეობაში სიკვდილს ებრძვის. სავარაუდო მიზეზად სასიკვდილო თამაში „ლურჯი ვეშაპი“ სახელდება.

გოგოს მშობლები იხსენებენ, რომ არასრულწლოვანი ტელეფონით შეტყობინებებს აგზავნიდა, შემდეგ კი ის ოთახში შევიდა. მოგვიანებით დედამ, საკუთარი შვილი საწოლზე, მომაკვდავ მდგომაროებაში ნახა.

მშობლებმა უმძიმესი ინტოქსიკაციის ნიშნებით გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მშობლები ყვებიან, რომ ბოლო პერიოდში შვილს უცნაურ საქციელს ამჩნევდნენ. 

„მეუბნებოდა ფსიქოლოგთან წამიყვანე, დეპრესიაში ვარო. კარგი დედიკო, წაგიყვან-თქო. პარასკევს ჩამოვედი ზედა სართულიდან საძინებელში, რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა. გოგო, გაკვეთილები აიღე-მეთქი, ვუთხარი, დავინახე, რომ რაღაც თამაში იყო, ეს და გამორთო უცებ,“ – განაცხადა გოგონას დედამ, ინგა ბურდულმა. 

მოზარდის მამის თქმით, მისი შვილის ამბავი ტელევიზიით რომ არ გაშუქებულიყო, საავადმყოფოში ბიოქიმიური ანალიზის ჩატარებას არ აპირებდნენ. ექიმის თქმით, გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×