სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.06.2019

     (რეზონანსი) თბილისის მერი კახა კალაძე, 13 ივნისის შემდეგ, ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა.

    "ჩვენ როდესაც მოვედით მთავრობაში უკვე აშენებული იყო ეს შენობა-ნაგებობა, მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც ე.წ ცხაურები დამონტაჟდა, უკვე არსებობს კონკრეტული ადგილები, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს კონკრეტული ადგილი კი, რომელზეც კითხვა დამისვით, მგონია რომ პრობლემურია, იმიტომ, რომ პირდაპირ გვირაბის თავზეა აშენებული, მშენებლობა დამთავრებულია ფაქტობრივად", - განაცხადა კახა კალაძემ.

    შეკითხვაზე, თუ რა ბერკეტი აქვს მერიას იმ ნაგებობებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, მერმა უპასუხა:

    "ერთადერთი უნდა გამოასახლო ეს ადამიანები და დაანგრიო ის შენობა-ნაგებობა, ეს არის ბერკეტი. თუმცა, ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობაა ქალაქში, არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, რომელიც ურბანული თვალსაზრისით მიუღებელია, მიუღებელი იყო ამ შენობებისთვის ნებართვების გაცემა, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. მიდგომა, რომ მოდი ახლა ყველა დავანგრიოთ რომელიც არ მოგწონს და რომელიც არასწორად არის გაკეთებული, არ ვიცი ამისთვის აქვს რესურსი ქვეყანას?!",- განაცხადა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (13.06.2019)
    სადაც გინდა, მამაცი ხარ, აქ კი ჩაისვარე. არადა, დარღვევა აშკარაა. ან ფული გაქვს აღებული, ან ძაან გავლენიანისაა. ასე არ შეიძლება კახა. დასაჯე ნებართვის გამცემი და დაანგრევინე ეს ხუხულა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved