რეზონანსი
13.06.2019

14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში უკვე მე–5 დღეა მკურნალობს. მას გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს ეჭვს უჩენდა, რომ მას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა. პოლიციამ დაზარალებულის მობილური ტელეფონი ამოიღო, თუმცა მასში ყველა ზარი და შეტყობინება უკვე წაშლილი იყო.

"ვიღაცას ემესიჯებოდა, შევიდა სახლში, ტელეფონი შეაერთა დასატენად, დაწვა და წამოუვიდა პირიდან დუჟი. მე არ ვიცი ვინ მოწამლა, რას ერჩოდნენ ჩემს შვილს, მაგრამ ფაქტია რომ ბავშვი არის მოწამლული. გამომძიებელმა ექსპერტიზას არ გადასცა ტელეფონი რომ ამოეღოთ ზარები", - აცხადებს გოგონას მამა, გიორგი ჭახელიძე.

14 წლის მოზარდის დედა კი იხსენებს, რომ ბავშვი ბოლო დროს დეპრესიული იყო.

"ნაჩხვლეტებია და მრგვლად აქვს თეთრი ლაქები. ბავშვი იყო ბოლო დროს დეპრესიაში, მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ მოგივა და დაგემართება. ბოლო 3 დღე ფანჯრებს კეტავდა მეშინიაო", - აცხადებს "რუსთავი 2"-თან ინგა ბურდული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×