რეზონანსი
12.06.2019

 (რეზონანსი) მომღერალი, ზურა ხაჩიძე დღეს, 12 ივნისს, სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დაინიშნა. ზურამ თავის გეგმებზე „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა:

,,გუბერნატორს უამრავი პროექტი აქვს დაგეგმილი და ამ პროექტების განხორციელებაში გუნდს ვუერთდები. ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება კულტურა, სპორტი, განათლება, ტურისტული პოტენციალის მოზიდვა. სადაც ჩემ ქვეყანას ვჭირდები, მეც იქ ვარ.

 საზაფხულოდ მინდა მუსიკალური ფესტივალის მოწყობა ბორჯომში, ვარძიაში... ბევრი კარგი პროექტია გეგმაში. მინდა ჩემი რეგიონის გამოცოცხლება. მოგეხსენებათ ბორჯომში დავიბადე, მისი საპატიო მოქალაქე ვარ. მინდა ჩემი გამოცდილება და ჯგუფში ჩადებული მენეჯმენტის ცოდნა გამოვიყენო. მგონია, რომ მმართველმა გუნდმა ჩემში სწორედ მენეჯმენტის კეთების უნარი დაინახა. ამიტომ ამ საქმეში უნდა გადავიტანო და მეტად პოპულარული გავხადო ტურისტულად მიმზიდველი კუთხე. 

მთელი ცხოვრება ვცდილობდი ბორჯომიდან წამოვსულიყავი და თავი თბილისში და მსოფლიოში დამემკვიდრებინა და ახლა, სიბერეში უკან ვუბრუნდები ჩემს ბორჯომს, " - ამბობს ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×