სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.06.2019

     (რეზონანსი) „ტაქსის მძღოლები, რომელთაც შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ბანკებიდან სესხის აღებას შეძლებენ“-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მერის თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მიღწეულია შეთანხმება, ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური შეთავაზება გაკეთდეს. 

    „ტაქსის მძღოლებთან შეხვედრისას, მათ დასვევს ასეთი პრობლემა, რომ მათი შემოსავალი არსად არ არის აღრიცხული და უჭირთ ბანკში სესხის აღება, ავტომანქანების გამოყვანა და ა.შ

    ეს სერიოზული პრობლემაა მათთვის. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, 3-4 დღის განმავლობაში ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას და იქნება კონკრეტული შეთავაზებები ტაქსის მძღოლებისთვის, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ მათ ჩაანაცვლონ ძველი ახალი ავტომობილებით. იქნება იაფი კრედიტები იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“-განაცხადა კახა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×