რეზონანსი
11.06.2019

 ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ ადმინისტრაციას ბელარუსის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის მუშაობის შემოწმება დაავალა. სოფლის მეურნეობის საკითხებზე საუბრისას ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის მუშაობასთან კითხვები არსებობს და ეს სტრუქტურა საკუთარ მოვალეობებს თავს ვერ ართმევს.

„მათ რამე უნდა მოვუხერხოთ: ან დავშალოთ ეს სტრუქტურა, ან გონზე მოვიყვანოთ. საუკეთესო შემთხვევაში რომელიმე დღეს მათი პროგნოზი 50-70%-ით მართლდება. ასეთი ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი ჩვენ არ გვჭირდება. მე უკვე სამხედროების იმედზე ვარ, რომლებიც ამინდს რეალურ დროში აკვირდებიან და მეუბნებიან, სად შეიძლება იწვიმოს და რა მოხდება უახლოესი 12 საათის განმავლობაში. მათი პროგნოზები თითქმის 100%-ით ზუსტი, თუმცა მოკლევადიანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდება ხვალ ან ზეგ, რათა ამის მიხედვით დავგეგმოთ საკუთარი ნაბიჯები“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×