სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.06.2019

     რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, სადარბაზოში გაჩნდა. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, სადარბაზოში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იდგა, გარეთ გამოსვლისას კი ხანძარი დახვდათ.

    ცეცხლი ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მილებს, ასევე ელექტროსადენებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. უსაფრთხოების მიზნით, სადარბაზოში ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გადაკეტეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved