რეზონანსი
11.06.2019

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ივნისს დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 12 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან - ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ, შესაძლებელია მდ. ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×