სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სტიქიურ უბედურებას ოკლაჰომას ქალაქ ელ რენოში. ამის შესახებ BBC წერს. 

    აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში ტორნადო რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, სტიქიამ სასტუმრო და სახლები დააზიანა. 

    არიან დაშავებულებიც. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დაღუპულთა ვინაობას მას შემდეგ გაასაჯაროვებენ, რაც ოჯახის წევრებს აცნობებენ.

    თითქმის ერთი კვირაა შეერთებული შტატების ჩრდილოეთით ტორნადო მძვინვარებს, რომელსაც ზოგიერთ ქალაქში გადაუღებელი წვიმაც ერთვის. უხვი ნალექის გამო ადგილობრივები შტატის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×