სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. 

    აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების უკან უკანონო კომუნისტური ორგანიზაცია დგას, რომელიც საკუთარი მხარდამჭერების დაკავებას აპროტესტებს. ერთ-ერთი აფეთქების ადგილზე სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ბუკლეტები და პროპაგანდისტული მასალები აღმოაჩინეს.

    დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, პოლიცია ქალაქში გაძლიერებული პატრულირების რეჟიმზეა გადასული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×