სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

    მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მიერ შექმნილი კომისიის მუშაობა შედეგიანი იქნება.

    „ვგეგმავთ იმ ღონისძიებების გატარებას, რაც არის აუცილებელი და რასაც ჰქვია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობა, კომუნიკაცია კომისიის დონეზე მუშაობა საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული, მოწოდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის",- განაცხადა გახარიამ.

    შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×