სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) ნიკა გვარამიას განცხადება არის მძიმე ბრალდება და სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

    „ძნელი წარმოსადგენია, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი ბატონი გვარამია, რადგან ასეთი ბრალდებების იმედად დარჩა. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, რომელიც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, ის მოპასუხეა და ჩვენ მშვიდად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მივიღებთ და შევასრულებთ ყველა გადაწყვეტილებას, რასაც სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2"-ზე მიიღებს", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

    ნიკა გვარამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის ლადო ჭანტურიას „რუსთავი2"-ის საქმიდან აცილებას მოითხოვს.

    გვარამიას განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სტრასბურგში საქართვლოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს, როგორ უნდა იმოქმედოს „რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (26.05.2019)
    ლადო ჭანტურია არის ერთადერთი თანამდებობის პირი,ვინც არ გალანძღულა და კორუფციის სიბინძურეში არ გარეულა.იგი იმ სიბინძურიდან გაუსვრელი ამოვიდა.ლადო არის არაჩვეულებრივი ადამიანი და უპატიოსნესი კაცი,ისეთი,როგორსაც გვარამიასნაირი ნაგავი ვერც კი წარმოიდგენა და მას არც ამჯერად შეეხება ის სიბინძურე,რასაც ქათამი გვარამია აფრქვევს.

    მედეა   (26.05.2019)
    სიმართლე გზას იპოვნის, იმის გადაკეთება შეუძლებელია.თუ მართალია, რისი ეშინია?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved