სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟმაძემ, განათლების, კულტურის და სპორტის უკვე ყოფილ მინისტრს ინგა შამილიშვილის თანამდებობა იმ განცხადების გამო დაატოვებინა, რომლის მიხედვითაც, რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის.

    როგორც შამილიშვილმა აღნიშნა, ეს არის კულტურული ღონისძიება და მასში სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები ღებულობენ მონაწილეობას.

    „ჩვენი წინაპრების ბრძოლის და თავგანწირვის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება, ყველა თაობის ვალია, ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ეს ჩემთვის სამწუხაროა. პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი",- განაცხადა რიჟვაძემ.

    8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (26.05.2019)
    მომწონს ეს ბიჭი-რიჟვაძე,ჯერჯერობით არაფერში ჩაჭრილა.

    simartle   (26.05.2019)
    ეგ იყო მიზეზი, უბრალოდ შამილიშვილი იყო პატარაძის კადრი, პატარაძის დროს აჭარის მართველობა იყო ასე ვთქვათ ქობულეთური კლანის ხელში. პატარაძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, შამილიშვილი განათლების მინისტრი , მესხიძე სოფლის მეურნეობის მინისტრი , მიქელაძე ჯანდაცვის მინისტრი. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი მიქელაძეა დარჩენილი პოსტზე ისიც მხოლოდ იმიტომ რომ მას ლობირებას უწევს საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა ხოლო კობა ნაკაიძე არის დავით სერგეენკოს კურსელი, აქედან გამომდინარე მიქელაძეს ვერ ხნიან რადგან სერგეენკოსთან დაპირისპირებას ვერ ბედავს რიჟვაძე.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×