სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) წყალტუბოში, "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტებზე თავდასხმასა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    დაკავებულებს ბრალად წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯგუფურად თავდასხმა და საქმიანობაში ხელის შეუშალა ედებათ. დაკავებულები დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

    „რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი წყალტუბოში იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის ახლობლები ჟურნალისტს და ოპერატორს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ტერიტორიას ტოვებდნენ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×