სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ პოსტიდან გაათავისუფლეს ამბობს, რომ ეს არის ბავშვთა ფესტივალი და არა პოლიტიკა.

    "ისინი მღერიან ურაინულ სიმღერებს. აქ რუსული დროშა ნამდვლად არ ფრიალებს. ეს არის ბავშვთა ფესტივალი, რომელიც არის ტრადიციული და რომელიც, მე მგონი სცდება ყოველგვარ პოლიტიკას" - თქვა ინგა შამილაშვილმა "აჭარის ტელევიზიასთან".

    მისი გათავისუფლების მიზეზი, ბათუმში დამოუკიდებლობის დღეს რუსული ანსამბლის მიერ გამართული მსვლელობა გახდა.

    ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით „RUSSIA" გამოჩნდა. როსტოვიდან ჩასული ანსამბლის წევრებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობისას რუსეთის დროშები გაშალეს.

    ფესტივალის ორგანიზატორი აჭარის განათლების სამინისტროა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (26.05.2019)
    შე იდიოტო ქალო,მაშინ რატომ ააფრიალებინე რუსული დროშები ბათუმის ქუჩებში და რატომ გააღიზიანე ხალხი,არ იცოდი,რომ ომი გვქონდა რუსებთან?

    მედეა   (26.05.2019)
    ბავშვებზე და მომავალ თაობაზე აქვს რუსეთს გათვლები, თორემ 20 წლიანებზე უფროსებს-- ყველას ეზიზღება ის და ეს--მან კარგად იცის, დამსახურებულიც აქვს,თავისი ანტიქართული პოლიტიკოთ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×