სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) ნაცუ ბაშოს მე-15, ფინალურ დღეს ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაიასუსთან დამარცხდა. ამ შეხვედრამდე ლევან გორგაძეს ტაკაიასუ რვაჯერ ჰყავდა დამარცხებული.

    საბოლოოდ, ტოჩინოშინმა ბაშო 10 გამარჯვებითა და 5 მარცხით დაასრულა, ოძეკის ტიტული დაიბრუნა და საერთო ჯამში მე-3 ადგილი დაიკავა ასანოიამასა და კაკურიოს შემდეგ, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა მოიგო.

    ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ჯამში მოპოვებული 10 გამარჯვებით სულ 104 კონვერტი მიიღო (თითოეულში საშუალოდ 500 დოლარი). გამოდის, რომ მხოლოდ ბრძოლებიდან ქართველმა რიკიშიმ სულ 52000 დოლარი მიიღო. პლუს ამას, სეკივაკის რანგში ქართველ მებრძოლს დაახლოებით 17000 დოლარი ჰქონდა ხელფასი.

    ოძეკის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქართველი მებრძოლის ხელფასი ცხადია გაიზრდება. ის ყოველთვე დაახლოებით 23000 დოლარს მიიღებს ხელფასის სახით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ბათუ   (26.05.2019)
    აი ნამდვილად მისი დაუღალავი შრომით და ოფლის ღვრით მოპოვებული ფული.გაიხარეთ,წინსვლა სულ,ჯამრთელობა, დალოცვილი გევლოთ მთელი ცხოვრება სათაყვანებელო ქართველო.

    მედეა   (26.05.2019)
    შეარგოს ღმერთმა!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved