სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) რაც ქართველი არსებობს, ის იბრძვის თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თვისუფლებისთვის, ენისთვის, მამულისთვის და სარწმუნოებისთვის, - ამის შესახებ განცხადებას მუსიკოსი და პოეტი დათო ევგენიძე აკეთებს.

    "ყველა ქართველის დამოკიდებულება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ერთი და იგივე უნდა იყოს. საქართველოს ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლაა. რაც ქართველი არსებობს, ის იბრძვის თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თვისუფლებისთვის, ენისთვის, მამულისთვის და სარწმუნოებისთვის. ეს საქართველოს გზაა. ჩვენ დღეს ძალიან მოკლევადიან დამოუკიდებლობას ვზეიმობთ, რომელიც საუკუნის დასაწყისში გვეჩუქა, ასე ვთქვათ. ამას ბევრი ადამიანი შეეწირა. იმ ეპოქისაა სიმღერა „ციცინათელა." თავისუფლება ციცინათელას ნათებასავით იყო. საქართველოში ამ ბოლო დროს ციცინათელას ვეღარ ვხედავ. რატომღაც გაქრნენ. და ეს არის ის პატარა დამოუკიდებლობის სანთელი, რომლითაც ჩვენ დავდივართ. „რანინა" („პირველი არხის" მუსიკალური პროექტის მონაწილეები) იმღერებს რესპუბლიკის მოედანზე, ეს არის დღესასწაული დღესასწაულში. ეს თაობა ნამდვილად იცხოვრებს გაერთიანებულ და თავისუფალ საქართველოში", - ამბობს ევგენიძე "პრაიმტაიმთან".

    დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, დღეს ასევე მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეა.

    "ეს ადამიანი ჩემთვის ნამდვილი წმინდანია. იმ ქართველთან რიგშია, რომელთა ხატები ეკლესიაშია. შემთხვევითი არ არის მისი დაბადების დღე და საქართველოს დამოუკიდებლობა. მერაბ კოსტავაა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა", - დასძენს ის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (26.05.2019)
    ნუ უკარგავთ ღვაწლს სხვებს, ბატონო, ეს მ ე რ ა ბ ს არ მოეწონებოდა!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×