სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) თელავში, თეატრის წინ 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა.

    კონსტრუქციის აგება წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით განახლდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ კონსტრუქციაზე ერთ-ერთი მუშა ავიდა, რის შემდეგაც ის ჩაინგრა.

    როგორც "პირველ არხს" კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაქრო რაზმაძემ განუცხადა, თელავში დაგეგმილი სადღესასწაულო პროგრამა ნაწილობრივ შეიცვლება. მისივე თქმით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

    თელავის მერიაში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელი კომპანია ახორციელებდა სცენის მონტაჟს და ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved