რეზონანსი
26.05.2019

 (რეზონანსი) უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ იუმორისტულ შოუში "სიცილის ლიგა" მონაწილეობა მიიღო, რომელიც 25 მაისს კიევში ოქტომბრის სასახლეში გაიმართა. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.

როგორც სააგენტო „Украинская правда" წერს, კონცერტის დასაწყისში, როდესაც პროგრამის მონაწილეებმა სიმღერა შეასრულეს, ვლადიმირ ზელენსკი სცენაზე ავიდა და მაყურებელს მიესალმა.

"საღამო მშვიდობისა. მეტი სიტყვა არ მაქვს", - განაცხადა მან.

მოგვიანებით, უკრაინელმა ტანმოვარჯიშე ოლეგ ვერნიაევმა, რომელიც შოუში მონაწილეობდა, Instagram- ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ვლადიმირ ზელენსკი შოუს მონაწილეებთან ერთად აცეკვდა.

გასული წლის აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სიცილის ლიგის" კონცერტში ვლადიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებდა.

"კვარტალ 95" -ის პრესსამსახური იტყობინება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკი იმ პროექტებს დატოვებს, როემლსაც ის ხელმძღვანელობდა. მრავალი წლის განმავლობაში ის შოუს იუმორისტი, წამყვანი და რეჟისორი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×