სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის - თამარ ნეფარიძის გარდაცვალების შესახებ.

    ახალგაზრდა ქალი საკუთარი დაბადების დღის შემდეგ გაუჩინარდა და მას ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საბოლოოდ კი ტბაში გაყინული იპოვნეს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, აქამდე უცნობია.

    თამარ სანიკიძის ვაჟი, ლაშა ჟორჟოლიანი, დედის გარდაცვალების უმძიმეს ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    "არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ მაინც ასე გადავწყიტე. დუ შენ ხარ ის ადამიანი, ვისითაც იწყებიდა და მთავრდებოდა ჩემი ყოველი დღე, შენ ყოველთვის ჩემი იმედი იყავი, არ ვიცი, როგორ უნდა ვისწავლო შენს გარეშე ცხოვრება, ბედნიერი 23 წელი გავატარე შენთან ერთად და ვინ იცის რამდენი ჯოჯოხეთური წლის გატარება მომიწევს უშენოდ, მაგაზე ფიქრიც კი მაშინებს...

    ცარიელია, დე, ყველაფერი უშენოდ, ადამიანი სიყვარული იყავი, ჩემი ციმციმა ვარსკვლავი, სულ რო გიბრწყინავდა თვალები. დღესაც ისეთივე ლამაზი იყავი, როგორც სიცოცხლეში. ამის დაწერის მიზანი ის იყო, რომ მადლობა მინდა მოვუხადო ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა ამ მძიმე წუთებში, უამრავი უცხო ადამიანი მიკავშირდება და მისამძიმრებს, რაც ძალიან ბევრს ნიშანავს ჩემთვის.

    განსაკუთრებით მადლობა მინდა მოვუხადო ქართველ ემიგრანტრბს ტრენტოში, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემი დედიკოსთვის და ჩემს მეგობებს, რომლებიც ყოველ წუთს მამხნევებენ, უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ. ხო და კიდე ყველას გთხოვთ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს დედიკოებს, ამაზე დიდი განძი ცხოვრებაში არ არსებობს, ილოცეთ დედაჩემის სულისთვის, ეხლა ყველაზე მეტად ეს ჭირდება. მადლობა ყველას".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved